Young Lions Georgia 2026

კანის ლომების 2026-ის ახალგაზრდული კონკურსი წელს საქართველოში ხუთი სხვადასხვა კატეგორიით ჩატარდება:

პრინტი
მარკეტერი
ფილმი
დიჯიტალი
პიარი

მნიშვნელოვანი თარიღები:

📌 16 მარტი (23:59) – გუნდების რეგისტრაციის პერიოდი
📌 21-23 მარტი – საკონკურსო დავალებების შესრულება
📌 27 მარტი – დაჯილდოების ცერემონია

ვის შეუძლია მონაწილეობა?

🔹 მონაწილეობა შეუძლიათ:

  • კრეატიულ სააგენტოებს
  • კომპანიებში/ბრენდებში მომუშავე შემოქმედებით გუნდებს
  • სტუდენტურ ჯგუფებს, რომლებიც უნივერსიტეტის სახელით ასპარეზობენ

🔹 გუნდის ფორმირება:

  • თითოეული გუნდი შედგება 2 ადამიანისგან
  • გუნდის ორივე წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ორგანიზაციას (კომპანია, სააგენტო, უნივერსიტეტი)
  • ასაკობრივი ზღვარი: დაბადებული 1995 წლის 26 ივნისს ან მას შემდეგ.

⚠️ მნიშვნელოვანი შეზღუდვა კატეგორიაში „მარკეტერი“:
ამ კატეგორიაში კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებს, ფრილანსერებს და სტუდენტებს მონაწილეობა არ შეუძლიათ. მონაწილეობა მხოლოდ ბრენდებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეუძლიათ.

რეგისტრაციის საფასური:

ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის:

  • პირველი გუნდის რეგისტრაცია უფასოა
  • ყოველი დამატებითი გუნდი (პრინტი, ფილმი, დიჯიტალი, პიარი) – 300 ლარი

ACAG-ის არაწევრი სააგენტოებისა და სხვა კომპანიებისთვის:

  • პრინტი, ფილმი, დიჯიტალი, პიარი – 350 ლარი
  • მარკეტერი – 200 ლარი

უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდებისთვის:

  • პრინტი, ფილმი, დიჯიტალი, პიარი – 150 ლარი

წყარო: Marketer.ge

სასარგებლო ბმულები:

ბონუს წყაროები: