Young Lions Georgia 2025

კანის ლომების 2025-ის ახალგაზრდული კონკურსი წელს საქართველოში ექვსი სხვადასხვა კატეგორიით გაიმართება:
✅ პრინტი
✅ მარკეტერი
✅ ფილმი
✅ დიზაინი
✅ დიჯიტალი
✅ პიარი

მნიშვნელოვანი თარიღები:

📌 13-19 მარტი – გუნდების რეგისტრაციის პერიოდი
📌 27-30 მარტი – საკონკურსო დავალებების შესრულება
📌 4 აპრილი – გამარჯვებულთა გამოცხადება და დაჯილდოების ცერემონია

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
✔ კრეატიულ სააგენტოებს
✔ კომპანიებში/ბრენდებში მომუშავე შემოქმედებით გუნდებს
✔ სტუდენტურ ჯგუფებს, რომლებიც უნივერსიტეტის სახელით ასპარეზობენ

🔹 მნიშვნელოვანი შეზღუდვა კატეგორიაში „მარკეტერი“:
ამ კატეგორიაში კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებს, ფრილანსერებს და სტუდენტებს მონაწილეობა არ შეუძლიათ. მონაწილეობა მხოლოდ ბრენდებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეუძლიათ.

🔹 გუნდის ფორმირება:
• თითოეული გუნდი შედგება 2 ადამიანისგან
• გუნდის ორივე წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ორგანიზაციას (კომპანია, სააგენტო, უნივერსიტეტი)
• მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარი: დაბადებული უნდა იყოს 1994 წლის 20 ივნისის შემდეგ (30 წლამდე)

რეგისტრაციის საფასური:

ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის:
პირველი გუნდის რეგისტრაცია უფასოა
ყოველი დამატებითი გუნდი (პრინტი, ფილმი, დიზაინი, დიჯიტალი, პიარი) – 250 ლარი

ACAG-ის არაწევრი სააგენტოებისა და სხვა კომპანიებისთვის:
📍 პრინტი, ფილმი, დიზაინი, დიჯიტალი, პიარი – 350 ლარი
📍 მარკეტერი – 150 ლარი

უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდებისთვის:
ყველა კატეგორიაში რეგისტრაციის საფასური – 100 ლარი

ფასებში გათვალისწინებულია დღგ.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა:

📅 19 მარტი, ოთხშაბათი, 23:59 საათი

რეგისტრაციის ბმულები:

📋 წყარო: Marketer.ge

სასარგებლო ბმულები: